სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელი: ყველა გზა ტაძრამდე მიდის!!!

2.პროექტის მოკლე აღწერა: სკოლაში მოვიდა ჟურნალი "გზა ცხოვრებისა", რომელიც ეხებოდა ჯიხეთის დედათა მონასტერს. ამ ჟურნალის გაცნობამ გამოიწვია ინტერესი უკეთ გავცნობოდით ჯიხეთის დედათა მონასტერს.

3. პროექტის სრული აღწერა: მოვახდინე პროექტით  გათვალისწინებული სამუშაოების განაწილება. შევქმენი 4ჯგუფი. 

პირველმა ჯგუფმა გადაიღო ჯიხეთის მონასტრის მიდამეობის ფოტოები. 

მეორე ჯგუფმა შექმნა ფოტო ალბომი, სადაც განთავსდა ჯიხეთის ტერიტორიაზე გადაღებული ყველა ფოტო.

მესამე ჯგუფის დავალების მიზანი იყო ინტერვიუ არქიმანდრიტ მამა ანდრიასთან.

მეოთხე ჯგუფმა შექმნა თემა ~ყველა გზა ტაძრამდე მიდის~.

4. მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი.

5. ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: 1. ფოტოების გადაღება–გაცნობა. 2. ფოტო ალბომის შექმნა. 3. ინტერვიუს გაცნობა. 4. თემის დაწერა. 5. კვლევის უნარის განვითარება.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძება, შეიქმნას: შეიქმნა ელექტრონული ბაზა ჯიხეთის დედათა მონასტერზე. შეიქმნა ფოტო ალბომი და ჩაიწერა მოკლე ისტორია ტაძრის შესახებ.

8. სარგებელი სხვებისთვის: უფრო მისაწვდომი გახდა ინფორმაცია ტაძრის შესახებ. სხვა მოსწავლეებში გაიზარდა ინტერესი კველევების მიმართ. გავუცვალეთ ერთმანეთს მოპოვებული ინფორმაცია.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა.

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია.

12. პროექტის ფასილიტატარი: ლალი მგელაძე.

13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: lalimgeladze@gmail.com